ა/წ 3 ივნისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) I კორპუსის №115 საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება, სამართლის დოქტორის, დავით წულაიას წიგნის „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“ პრეზენტაცია.
წიგნი, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე დაცული სადისერტაციო ნაშრომია, რომელიც დაიბეჭდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2023 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის” ფარგლებში.